დასრულდა კონკურსი განყოფილებების ხელმძღვანელთა თანამდებობებზე
- 10 მარტი 2022
სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, გალაქტიკებისა და ვარსკვლავების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ბატონი ლადო სამუშია, ხოლო მზისა და მზის სისტემის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე - ბატონი თეიმურაზ ზაქარაშვილი.
თანამდებობაზე დასამტკიცებლად ორივე კანდიდატი წარედგინა ობსერვატორიის დირექტორს.