განყოფილებების ხელმძღვანელთა კონკურსის შესახებ
- 19 აპრილი 2024
2024 წლის 19 აპრილს გამოცხადდა ღია კონკურსი სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის შემდეგი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების თანამდებობებზე:
- გალაქტიკების და ვარსკვლავების განყოფილება;
- მზის და მზის სისტემის განყოფილება;
- თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის განყოფილება.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2024 წლის 13 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით (24:00 სთ) ელექტრონულად, ფოსტაზე vacancy@abao.ge.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://abao.ge/mimdinare