გენადი გრძელიშვილის ნეკროლოგი
- 21 აპრილი 2026
გარდაიცვალა ობსერვატორიის თანამშრომელი, ბატონი გენადი გრძელიშვილი.
გენადი გრძელიშვილი დაიბადა 1961 წლის 10 აგვისტოს. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მას შემდეგ, 1984 წლიდან დღემდე, მუშაობდა ობსერვატორიაში. ბატონი გენადი მრავალი წელი ობსერვატორიას ემსახურებოდა როგორც ბუღალტერი, მატერიალურ მარაგებზე პასუხისმგებელი პირი. წლების განმავლობაში იყო ოფისის ტექნიკური ზედამხედველი, ხოლო 2024 წლიდან იკავებდა სამეურნეო საქმის სპეციალისტის თანამდებობას.
ბატონი გენადი გამოირჩეოდა საქმისადმი კეთილსინდისიერი და მაღალი პასუხისმგებლობითი დამოკიდებულებით, კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობით და დამსახურებულად სარგებლობდა ობსერვატორიის თანამშორმელთა უპირობო ნდობითა და უაღრესი პატივისცემით.
ბატონი გენადის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი დაწესებულების კოლექტივისთვის, მისი მეგობრებისა და კოლეგებისთვის.
ობსერვატორიის კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამთქვამს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს განსვენებულის ოჯახს.





