კონკურსი - Future Designer International Innovation Design Awards 2024 (IIDA) & Science for SDGs Innovation
- 1 ოქტომბერი 2024
ცხადდება კონკურსი Future Designer International Innovation Design Awards 2024 (IIDA) & Science for SDGs Innovation.
კონკურსი მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოაჩინოს და ხელი შეუწყოს ნიჭიერი ახალგაზრდების ინოვაციურ, მდგრადი დიზაინის მქონდე იდეებს. IDSSD წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას კაცობრიობისთვის, გამოიყენოს მეცნიერების სრული პოტენციალი მდგრადი განვითარებისა და ყველასთვის უსაფრთხო და სასიკეთო მომავლის უზრუნველსაყოფად. როგორც IDSSD-ის წამყვანი სააგენტო, იუნესკო ორიენტირებულია ხელი შეუწყოს კონკურსში ახალგაზრდების ჩართულობას და მათ ენთუზიაზმს.
ამ კონტექსტში, იუნესკო აორგანიზებს 2024 IIDA კონკურსს ახალგაზრდების ჩართულობისა და გაძლიერების მიზნით, რომელიც წაახალისებს მათ გამოიყენონ თავიანთი კრეატიულობა და ინოვაციური უნარები მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაში მეცნიერების როლის შესასრულებლად. 2024 IIDA თანხვედრაშია IDSSD-ის ხედვასა და მისიასთან, რომელიც ემსახურება მეცნიერების კულტურის მშენებლობას და ხაზს უსვამს მეცნიერულ წიგნიერებას, ქმედითუნარიან სამეცნიერო ცოდნას, საბაზისო მეცნიერებებს, ღია მეცნიერებას და ეროვნულ ინოვაციურ სისტემებს.
ამ მიზნით, იუნესკო იწვევს ახალგაზრდა დიზაინერებსა და ინოვატორებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 16-დან 35 წლამდე ასაკის მაქსიმუმ 5 წევრისგან შემდგარ გუნდებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე, ახალგაზრდა მკვლევარებს, მეცნიერებს და სხვ.
აპლიკაციების მიღების ვადა გახლავთ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერი. განაცხადები განიხილება ჟიურის მიერ და გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს იუნესკოს ვებსაიტზე. გამარჯვებული გუნდები მიიღებენ იუნესკოს სერთიფიკატებს და მათი პროექტები წარმოდგენილი იქნება როგორც ძირითადი სარეკლამო მასალები IDSSD გლობალურ ღონისძიებებსა და აქტივობებში.
დამატებითი ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.unesco.org/en