მარიამ ალბექიონის სადოქტორო ნაშრომის დაცვა
- 22 მაისი 2024
2024 წლის 21 მაისს, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტოფიზიკური ობსერვატორიის მზისა და მზის სისტემის განყოფილების ასისტენტ-მკვლევარმა, ქალბატონმა მარიამ ალბექიონმა სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის - კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის ფარგლებში, წარმატებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი.
სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელები იყვნენ: ობსერვატორიის მზისა და მზის სისტემის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი/ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ვასილ კუხიანიძე და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, ლორან გიზონი.
ობსერვატორიის ადმინისტრაცია ულოცავს ქალბატონ მარიამს ამ წარმატებას და უსურვებს შემდგომ ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას!