მიმდინარეობს საიტის განახლება

ნათელა მერაბიშვილის იუბილე

3 ნოემბერს იუბილეს აღნიშნავს ობსერვატორიის ღვაწლმოსილი თანამშრომელი, ქალბატონი ნათელა მერაბიშვილი.

ქალბატონი ნათელა ათწლეულების მანძილზე ჩვეული გულისხმიერებით ემსახურება ობსერვატორიის სხვადასხვა სამსახურებს. მისი დაუღალავი შრომა, პროფესიონალიზმი და ერთგულება მნიშვნელოვანია ობსერვატორიისთვის, სადაც იგი ქმნის საქმიან და ამავდროულად ოჯახურ, მზრუნველ გარემოს.

ობსერვატორია გულითადად ულოცავს ქალბატონ ნათელას იუბილეს და უსურვებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერებასა და შემოქმედებით წარმატებებს!