პარტინორობა ასტრონომიის განვითარებისთვის: ქართულ-უკრაინული თანამშრომლობა
- 6 სექტემბერი 2025
ობსერვატორიაში, აბასთუმანში სამუშაო ვიზიტით იმყოფება უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიის, მედიცინისა და ეკოლოგიის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი, ქალბატონი გალინა ბუტენკო.
შეხვედრაზე განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ერთობლივი პროექტები, მათ შორის უკრაინელი ასტრონომების სტაჟირების პროგრამა, ქართულ-უკრაინული ვირტუალური ობსერვატორიის შექმნა და ახალი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს სამეცნიერო პარტნიორობის გაძლიერებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეიმუშავებენ სამუშაო გეგმას, რაც საფუძველს ჩაუყრის ასტრონომიის სფეროში ინოვაციური პროექტების განხორციელებას.