საერთაშორისო კონფერენცია - „ბიურაკანი - აბასთუმანი 2025“ კოლოკვიუმის შეჯამება
- 22 მაისი 2025
ა.წ. 21 მაისს ობსერვატორიაში ჩატარდა „ბიურაკანი - აბასთუმანი 2025“ კოლოკვიუმის შეჯამება, რომელიც მიეძღვნა 2025 წლის 5-9 მაისს ბიურაკანის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (სომხეთის რესპუბლიკა) გამართულ საერთაშორისო კონფერენციას.
მომხსენებლებმა, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ტექნიკური უზრუნველყოფის და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ბ-ნმა თეიმურაზ კვერნაძემ და თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის განყოფილების უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ზაზა ოსმანოვმა კონფერენციის შეჯამებისას დამსწრე საზოგადოებას გააცნეს კოლოკვიუმის სამეცნიერო და კულტურული პროგრამა, მიმოიხილეს კოლოკვიუმზე წარმოდგენილი საინტერესო მოხსენებები და ისაუბრეს ღონისძიების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კოლოკვიუმის სამეცნიერო პროდუქტიულობაზე და ორ მეზობელ ქვეყანას - საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის კულტურული პროგრამის ხელშემწყობ როლზე სამეცნიერო თანამშრომლობის ტრადიციის გაგრძელებისა და მეგობრული კავშირების გაღრმავების საკითხში.
ღონისძიება შეფასდა როგორც კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი რეგიონული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებისკენ.