მიმდინარეობს საიტის განახლება

სამცხე-ჯავახეთის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოვება

სამცხე-ჯავახეთის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოვება

2026 წლის 30 ივნისს, ქ. ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რეგიონის მათემატიკის სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია.

დაჯილდოვებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ვახტანგ თაქთაქიძე, ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, ბატონი რევაზ ჭიღლაძე, ობსერვატორიის დირექტორი და წარმომადგენლობითი დელეგაცია, ასევე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების წარმომადგენლები, მოსწავლეები და მასწავლებლები.

ობსერვატორიის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის I ადგილის მფლობელ მოსწავლეებს ობსერვატორიის საპატიო ჯილდოები გადაეცათ. ობსერვატორიის სპეციალური ჯილდო გადაეცა მასწავლებელს, ანჟელა მარუქიანს, რომლის ყველაზე მეტმა მოსწავლემ ოლიმპიადაზე აჩვენა საუკეთესო შედეგი. ობსერვატორიისგან განსაკუთრებული თასებით დაჯილდოვდნენ წარმატებული სკოლები - ახალციხის №1 საჯარო სკოლა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლა.

ოლიმპიადის ორგანიზატორმა, ბატონმა რევაზ ჭიღლაძემ აღნიშნა, რომ ოლიმპიადისადმი ინტერესი და სხვადასხვა სკოლების ჩართულობა მაღალია, როგორც ახალციხის, ისე ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. მისი თქმით, სწორედ ამ ინტერესის გათვალისწინებით, 2027 წლიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მათემატიკის სასჯოლო ოლიმპიადას დაემატება ფიზიკის ოლიმპიადაც, რომელიც მომავალ წელს ობსერვატორიის დამაარსებლის, აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს მიეძღვნება.