სტუდენტების გაცნობითი პრაქტიკა ობსერვატორიაში
- 30 ივნისი 2026
2026 წლის 13–17 ივნისს, სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ფარგლებში, მასპინძლობდა სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის „ფიზიკა-ასტრონომიის“ მიმართულების სტუდენტებს, რომლებმაც მთა ყანობილზე გაიარეს გაცნობითი პრაქტიკის კომპონენტი.
პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდნენ ობსერვატორიის დაკვირვებით ინფრასტრუქტურას, მათ შორის:
- 40 სმ რეფრაქტორს,
- 70 სმ მენისკურ ტელესკოპს,
- 150 სმ ტელესკოპს ASA150,
- ატმოსფერული მონიტორინგის სისტემას.
გაცნობითი პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გადაცემას ასტრონომიის დაკვირვებითი ტექნიკისა და კვლევითი საქმიანობის მიმართულებით.





