საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

კოლოქვიუმი ბიურაკანის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში

კოლოქვიუმი ბიურაკანის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში

მიმდინარე წლის 1-5 მაისს ბიურაკანის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (სომხეთი) ხანგრძლივი, 10 წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართა ტრადიციული, ბიურაკანის და აბასთუმნის ობსერვატორიების ერთობლივი კოლოქვიუმი, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი სომეხი ასტროფიზიკოსის ლუდვიგ მირზოიანის დაბადებიდან 100 წლისთავს.

კოლოქვიუმში მონაწილეობდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის 10 კაციანი დელეგაცია. შეხვედრა გამოირჩეოდა მაღალი დონის სამეცნიერო მოხსენებებით, შესანიშნავი ორგანიზებით და გულითადი მასპინძლობით - უაღრესად საინტერესო კულტურული პროგრამით.

გადაწყდა რომ აღდგება ტრადიცია, რომელსაც საფუძველი 1974 წელს ჩაუყარეს აკადემიკოსებმა ვ. ამბარცუმიანმა და ე. ხარაძემ და ერთობლივი კოლოქვიუმები ჩატარდება ყოველწლიურად. აღნიშნული კოლოქვიუმების მხარდასაჭერად შექმნილია შესაბამისი ვებ-გვერდი.

შემდეგი კოლოქვიუმი გაიმართება 2024 წელს საქართველოში, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში.