მიმდინარეობს საიტის განახლება

NASE-UNESCO-ს პროექტი: იპოვე შენი არამზისიერი პლანეტა

NASE-UNESCO-ს პროექტი: იპოვე შენი არამზისიერი პლანეტა

2026 წელს, UNESCO-ს „სინათლის საერთაშორისო დღის“ ფარგლებში, იწყება მასშტაბური საგანმანათლებლო ინიციატივა - „იპოვე შენი არამზისიერი პლანეტა“.

ინიციატივა ეფუძნება NASA-ს Kepler-ის მისიის მონაცემების გამოყენებას და შეტანილია UNESCO-ს საერთაშორისო ღონისძიებების სიაში.

პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებსა და სტუდენტებს გააცნოს არამზისიერი პლანეტების (exoplanet) კვლევის საფუძვლები და ჩართოს ისინი რეალურ სამეცნიერო ანალიზში. პროექტი მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლონ სხვადასხვა კოსმოსური არამზისიერი პლანეტები, განსაზღვრონ მისი თვისებები და შეაფასონ, შეიძლება თუ არა იგი ჩაითვალოს დედამიწის მსგავს საცხოვრებელ გარემოდ.

პროექტის ძირითადი აქტივობები:

  1. სპირალური გალაქტიკების მოდელირება
    მონაწილეები მარტივი მასალების გამოყენებით (წყალი, ქვიშა ან სოდა) შექმნიან გალაქტიკის მოდელს და შეისწავლიან მის სტრუქტურას.
  2. მზის სისტემის მანძილების მოდელირება (ტიციუს-ბოდეს წესი)
    აქტივობის ფარგლებში მოხდება მზის სისტემის მოდელის შექმნა, რომელიც აჩვენებს პლანეტების განლაგებასა და მათ შორის მანძილებს.
  3. თხევადი წყალი მარსზე
    ექსპერიმენტის საშუალებით მონაწილეები მოახდენენ წნევის წყალზე ზემოქმედების ილუსტრაციას და აჩვენებენ რატომ არ არსებობს მარსზე თხევადი წყალი.
  4. არამზისიერი პლანეტის შერჩევა
    პროექტის საბოლოო ეტაპზე მონაწილეები შეარჩევენ არამზისიერ პლანეტას, რომელიც აკმაყოფილებს სიცოცხლისთვის აუცილებელ პირობებს და გააკეთებენ მის შეფასებას.

პროექტის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის (IAU), ასტრონომიის მასწავლებელთა საერთაშორისო ქსელი (NASE) და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO).

პროექტის ხანგრძლივობა: 20 მარტი - 22 სექტემბერი, 2026 წელი.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე (NASE_UNESCO_2026)

სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ამ ბმული (Report_Form)