მიმდინარეობს საიტის განახლება

ტელესკოპით სამყაროსკენ – ვიზიტი ხრიალეთის საჯარო სკოლაში

ტელესკოპით სამყაროსკენ – ვიზიტი ხრიალეთის საჯარო სკოლაში

ა.წ. 20 სექტემბერს, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ობსერვატორიის თანამშრომლები – გიორგი ჯავახიშვილი და გიორგი ქურხული, სკოლის დირექციის მოწვევით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მობილურ ტელესკოპსა და სპეციალურად მომზადებულ ვიზუალურ მასალას. ჩატარდა საინტერესოდ დაგეგმილი ლექცია-საუბარი ასტრონომიის თანამედროვე საკითხებზე და სამყაროს საიდუმლოებებზე, რამაც ახალგაზრდებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სამყაროს შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, მათი კრიტიკული აზროვნების გაღრმავებასა და შემეცნებითი ინტერესების გაღვივებას.

რეგიონებში ჩატარებული მსგავსი ღონისძიებები მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს ახლოს შეიგრძნონ სამყაროს კვლევის სილამაზე, რათა ხელი შეეწყოს მეცნიერებისადმი მათი ინტერესის და მოტივაციის განვითარებას.